სამოქალაქო უსაფრთხოება

სამოქალაქო უსაფრთხოება

საქართველო, მისი რთული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე საკმაოდ მოწყვლადია სხვადასხვა სახის ბუნებრივი თუ ადამიანური ფაქტორით გამოწვეული კატასტროფებისადმი, როგორებიცაა: მიწისძვრა, წყალდიდობა და წყალმოვარდნა, მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი, სეტყვა, გვალვა, ძლიერი ქარები, ტყისა და ველის ხანძრები, ქიმიური და ჰიდროდინამიკური ინციდენტები, ა.შ. აღნიშნული კატასტროფები იწვევენ ადამიანურ მსხვერპლს და ძვირადღირებული ინფრასტრუქტურის განადგურებას. დრამატულად უარყოფითი გავლენა აქვს ეკონომიკურ და მდგრად განვითარებაზე. 

ეროვნული კანონმდებლობა თუ საერთაშორისო ინსტრუმენტები ხაზს უსვამენ დაწესებულებებში კატასტროფის რისკის შემცირების კომპონენტის ინტეგრირებასა და გაძლიერებას ვინაიდან, არ არსებობს მედეგი საზოგადოება შესაბამისი განათლების გარეშე.  კატასტროფის რისკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ცნობიერების ამაღლება და პრაქტიკული ცოდნის შეძენა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ კატასტროფების დროს, უზრუნველყოფს თქვენი დაწესებულების მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, ასევე კატასტროფებისადმი მედეგი გარემოს ჩამოყალიბებას.

სოციალური პოლიტიკის და განვითარების ინსტიტუტი მაღალკვალიფიციური ექსპერტებისგან და ტრენერებისგან დაკომპლექტებული გუნდით გთავაზობთ:

ტრენინგებსა და სასწავლო კურსებს

  • კატასტროფების დადგომამდე, დადგომის დროს და აღდგენითი ფაზის პერიოდში ქცევის წესები;

  • საევაკუაციო გეგმების გამოყენების პრინციპები;

  • საგანგებო შტაბის შექმნის მექანიზმები;

  • სამოქმედო გეგმის განხორციელების მექანიზმები.​

უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებას

  • უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავება - საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი ღონისძიებების გატარებით კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისათვის კონსულტაციების გაწევას და საგანგებო შტაბის და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში კონსულტაციების გაწევას.