მედია ცენტრი

უსაფრთხო სამედიცინო დაწესებულება

„ევექსის კორპორაციული ქსელის“ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელ პირებს „უსაფრთხო სამედიცინო დაწესებულების“ პროექტის ფარგლებში ჩაუტარდათ ტრენინგი „კატასტროფის რისკის შემცირება სამედიცინო დაწესებულებაში: ცნობიერების ამაღლება და მზაობა“.

ტრენინგ კურსში, რომელიც „ევექსის კორპორაციული ქსელის“ თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩატარდა, მონაწილეობა მიიღო „ევექსის კორპორაციული ქსელის“ 32 სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა.

ტრენინგის მიზანი იყო, სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების მომზადება საგანგებო თუ კრიზისული სიტუაციის ეფექტური მართვისთვის. ასევე, ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენა - როგორ უნდა მოვიქცეთ ბუნებრივი თუ ტექნოგენური კატასტროფის დადგომის დროს, რაც უზრუნველყოფს სამედიცინო პერსონალის და პაციენტების უსაფრთხოებას და მედეგობას კატასტროფებისადმი.

2018წ

ტრენინგ კურსი  

"ბაღის მენეჯმენტი და განვითარება"

ცენტრი „აფხაზეთის“ გორის ოფისში საბავშვო ბაღის პედაგოგებისათვის ერთი თვის განმავლობაში გაიმართება ტრეინინგები ბაღის მენეჯმენტი და განვითარება, რომელიც მიზნად ისახავს სოფელ ბერბუკში ახლადგახსნილი საბავშვო ბაღის პედაგოგების გადამზადებას.  საბავშვო ბაღი ბერბუკში ჩასახლებულ 135 დევნილ ოჯახსა და ახლომდებარე სოფლების სკოლამდელი ასაკის ბავშვებს მოემსახურება. ბერბუკის საბავშვო ბაღი ერთ-ერთია იმ 7 სოციალური საწარმოდან, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში 2016 წელს ამოქმედდება. ტრენინგები ტარდება პროექტის „სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „არბაითერ - სამარიტერ - ბუნდისა“ (ASB) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ (CHCA) მიერ. პროექტს აფინანსებს ამერიკის მთავრობა.

2016 წელი

გორი, საქართველო

"ბაღის მენეჯმენტი და განვითარება"  პროექტი დასრულდა

ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის "სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საქართველოში" ფარგლებში ბერბუკის დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. პროექტი ხორციელდება გერმანული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდისა“ (ASB) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ (CHCA) მიერ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ხარისხიანი სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, ბაღის პერსონალმა სოციალური პოლიტიკის და განვითარების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული თეორიული და პრაქტიკული ტრენინგ-კურსის გაიარა, რომლის წარმატებით დასრულების შედეგად მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

2016 წელი

გორი, საქართველო

ბერბუკის საბავშვო ბაღი

ბერბუკის საბავშვო ბაღში განხორციელებული ერთ თვიანი ტრენინგ კურსის შემდეგ წარმატებით განხორციელდა მონიტორინგი. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2016 წელი

გორი, საქართველო

 

კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე 2017

დღეისთვის მსოფლიოს მოსახლეობა ძალზე მოწყვლადია კატასტროფების რისკის მიმართ. შესაბამისად, კატასტროფების რისკის ეფექტიანი პრევენცია მსოფლიო თანამეგობრობის ერთ-ერთ აქტუალურ ამოცანას წარმოადგენს.

ჩვენ ვუერთდებით საქართველოს მთავრობას და კატასტროფების მართვის სფეროში მომუშავე ყველა ორგანიზაციას და გილოცავთ კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშრისო დღეს!

13 ოქტომბერი, 2017 წელი