შრომის უსაფრთხოება

2019 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა საქართველოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომლის მიზანიცაა სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხების ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა და ითვალისწინებს ქმედითი და ეფექტური აღსრულებისა და ინსპექტირების მექანიზმების სისტემის ჩამოყალიბებას და ფუნქციონირებას. 

სოციალური პოლიტიკის და განვითარების ინსტიტუტის აკრედიტირებული შრომის ინსპექტორები უზრუნველყოფენ თქვენი სამუშაო გარემოს უსაფრთხოებას.

ჩვენ გთავაზობთ:

  • შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნა;

  • შრომის უსაფრთხოების სისტემის შექმნა;

  • კანონმდებლობის შესაბამისად დოკუმენტაციის შემუშავება;

  • თანამშრომლებისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება და ცნობიერების ამაღლება უსაფრთხოების ნორმების შესახებ;

  • შესაძლო რისკების და საფრთხეების შეფასება;

  • პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;

  • მონიტორინგის უზრუნველყოფა;

  • შრომის უსაფრთხოების შესახებ რეკომენდაციებისა და კონსულტაციების გაწევა.